სილამაზის საიდუმლო ბედნიერებაშია. ადამიანს სახეზე ეტყობა რამდენად კმაყოფილია თავისი ცხოვრებით. სწორედ ამიტომაა ბედნიერება სილამაზის საიდუმლო. თუ ბედნიერი ხარ, მაშინ შესანიშნავად გამოიყურები. ბედნიერების შემდეგ სილამაზის შესანარჩუნებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ფიზიკური ვარჯიში და ჯანსაღი კვებაა.

ეცადეთ არ დაარღვიოთ ბალანსი და ხშირად მიირთვათ ჯანსაღი პროდუქტი. ყველაზე ჯანსაღი წყალი და მწვანე პროდუქტებია. სტრესულ მომენტებში საკუთარ თავს ყურადღება მიაქციეთ: ივარჯიშეთ, დილა დაიწყეთ იოგას ვარჯიშებით. სახლის ფანჯრებიდან მთების ცქერით დატკბით, ფეხით იარეთ საათობით. ეს ძალიან სასარგებლოა გულისა და სისხლძარღვებისთვის.

მრავალი კვლევა ადასტურებს, რომ დაავადებებს, ხშირ შემთხვევაში, არაჯანსაღი კვება იწვევს. ადამიანების უმრავლესობა, მენიუს, არა მისი სასარგებლო შემადგენლობის, არამედ გემოს მიხედვით არჩევს. გთავაზობთ რეკომენდაციებს, რომლის გათვალისწინება თქვენი ჯანმრთელბისთვის ძალიან სასარგებლო იქნება. მაგალითად შემწვარი ხორცი არც ისე სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის. ის დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს, რომელიც სისხლძარღვთა სისტემაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. მეტიც, ის შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს კიბოს განვითარებას. ასე, რომ თავად განსაზღვრეთ, რამდენად გიღირთ შემწვარი ხორცის ჭარბი რაოდენობით მიღება.
