აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებას სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი ეხმიანება. გრიგოლ ლილუაშვილი აცხადებს, რომ ეთანხმება საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებას.
სუს-ის უფროსს „არ ჰგონია, სანქციები ემუქრებოდეს“.
„ჩემმა კოლეგა მინისტრმა, ბატონმა დარჩიაშვილმა გამოაქვეყნა თავისი პოზიცია განცხადების სახით და აბსოლუტურად ვეთანხმები მის შეფასებას…
არა მგონია, რომ სანქციები მემუქრებოდეს. უკვე ნამყოფი ვარ და ნანახი მაქვს ამერიკის შეერთებული შტატები, არაჩვეულებრივი ქვეყანაა, კარგი დემოკრატიის ქვეყანაა. [ვისაც ნანახი არ აქვს] იმას გული დაწყდება“, – ამბობს ლილუაშვილი.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა.
„არ ვიცი რაზე საუბრობს, მაგრამ მე არაფერი მაქვს დასამალი“ – კელი დეგნანი ირაკლი კობახიძეს პასუხობს
