LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე, ვაგონის დაზიანების გამო, მოძრაობა შეჩერდა

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე ტექნიკური შეფერხება იყო.

როგორც „ფორტუნას“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, მიზეზი ვაგონის დაზიანება გახდა.

მათივე ცნობით, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობდნენ.

ამ დროისთვის, მეტროს პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგა.