LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნოკიას“ ახალი მოდელის შეკეთებას, მომხმარებელი თავად შეძლებს

HMD Global-მა „ნოკიას“ ტელეფონის ახალი მოდელი წარადგინა, რომლის შეკეთებასაც მომხმარებელი თავად შეძლებს. მწარმოებლებმა ტელეფონი სპეციალური ხელსაწყოებითა და სარემონტო ინსტრუქციით აღჭურვეს.

ხელსაწყოებით მომხმარებელი ტელეფონის უკანა საფარის, ელემენტის, ეკრანისა და დამტენის პორტის შეცვლას დამოუკიდებლად შეძლებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფუჭების შემთხვევაში, ტელეფონის დამოუკიდებლად შეკეთება მომხმარებელს, ახლის შეძენასთან შედარებით, საშუალოდ, 30%-ით ნაკლები დაუჯდება.

ტექნოლოგიური სიახლეები