LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაჭაპური მსოფლიოს საუკეთესო ყველიან საჭმელებს შორის დასახელდა

კულინარიული გზამკვლევი TasteAtlas ხაჭაპურს ყველისგან მომზადებულ 50 კერძს შორის ასახელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გზამკვლევის რეიტინგში ხაჭაპური მე-7 პოზიციაზეა.

„აღსანიშნავია, რომ 50 კერძს შორისაა აჭარული, მეგრული, სვანური, გურული და იმერული ხაჭაპური. გზამკვლევში აღწერილია თუ რა ინგრედიენტებისგან მზადდება ხაჭაპური.

TasteAtlas-ის რეიტინგი გურმანთა შეფასების მიხედვით არის შედგენილი. TasteAtlas-ის პლატფორმაზე 10 ათასზე მეტი ტრადიციული კერძი და სასმელია წარმოდგენილი“, – აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.