LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დუეტი „ლეონის“ პირადი ამბები და პრემიერა, რომელმაც საზოგადოების მოწონება დაიმსახურა

გადაცემაში „დღის პოსტი“ დუეტი „ლეონი“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც წყვილმა პირად ამბებზე ისაუბრა და სიმღერის პრემიერითაც წარდგა.

წყვილი უკვე 13 წელია ერთად არიან. ბავშვი მე-11 წელს შეეძინათ.

„ნოეს 11 წელი ველოდით, მაგრამ ღირდა ლოდინად. საოცრად თბილი ბავშვია და არ აპროტესტებს, რომ ყველგან ჩვენთან ერთად დადის, ახლა გასტროლზე წამოსვლაც უწევს საბერძნეთში“. – ჰყვება წყვილი.

გადაცემაში დუეტის შესრულებულმა სიმღერამ, შენი გული ჩემი გული ჯაჭვით არის გადაბმული, საზოგადოების მოწონება გამოიწვია და უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

„ლამაზი ოჯახი“, „უსაყვარლესები ხართ“ – დუეტი „ლეონი“ შვილთან, პატარა ნოესთან ერთად ამღერდა

ვიდეო: ლევან წვერავამ ახალი ჯგუფის სახელით ჯემალ სეფიაშვილის ძველი სიმღერა გააცოცხლა