რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მდინარაძე 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე „ნაციონალური მოძრაობის“ დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა.
„რაც შეეხება 9 აპრილს და ნაციონალურ მოძრაობას. ალბათ, ერთხელ კიდევ უნდა ვახსენო: 9 აპრილი და ნაციონალური მოძრაობა. 9 აპრილის თარიღის ქვეშ, ეს ხომ გარკვეული სიმბოლიზმია ქვეყანაში, რაღაცა ღირებულებები, რაღაცა ისტორია ამ ქვეყნის ხომ არის და ისტორია ამ ქვეყნის სამწუხარო, ასევე, ნაციონალური მოძრაობა თავისი წარსულით, თავისი ადამიანის უფლებების აყრით, ღირსების შელახვით…
რა 9 აპრილი და რა ნაციონალური მოძრაობა, რამხელა თავხედობასთან გვაქვს საქმე, როდესაც ისინი ბედავენ და ამ თარიღში ატარებენ თავის აქციას, თუმცა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში, როგორც ჩანს, ეს დემოკრატიის ფასია,“ – განაცხადა მდინარაძემ.
