მეტი დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებთან, განსაკუთრებით ხანდაზმულ ნათესავებთან ურთიერთობას.
აკონტროლეთ აგრესია და ეგოიზმი, არ ღირს სარკაზმის და ცინიზმის გამოვლენა, რადგან ასე მხოლოდ ურთიერთობას გაიფუჭებთ გარშემომყოფებთან.
კარგი დღეა დაუსრულებელი საქმეების, ძველი პრობლემების გადასახედად და მათი გადაჭრის ახალი გზების მოსაძიებლად.
პარტნიორული ურთიერთობა – აღიარეთ საკუთარი შეცდომები, რადგან მხოლოდ ასე შეძლებთ პარტნიორის ნდობის მოპოვებას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ თავში უკეთ გასარკვევად, ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს გარიგებების და ხელშეკრულებების გაფორმება, ახალი სამსახურის მოძიება და ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ რენტგენისა და სხივური თერაპიისგან.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, შავი, მწვანე, ლურჯი და ცისფერი, ასევე ოპალი, ონიქსი, იასპი, მარჯანი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი შემოსავლების მაუწყებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და სასწორს.
