LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ თემაზე იმდენმა მომწერა, ვატყობ ჭორები აგორდება და დროზე უნდა ვუპასუხო” – ნანუკა ჟორჟოლიანი მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ინსტაგრამზე” მიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს მან გასახდომი პრეპარატი მიიღო სიცრუეა.

ნანუკა მოუწოდებს საზოგადოებას, ექიმის დანიშნულების გარეშე არანაირი გასახდომი პრეპარატი არ მიიღონ.

„ამ თემაზე იმდენმა მომწერა, რომ ვატყობ ჭორები აგორდება და დროზე უნდა ვუპასუხო. ტყუილია მეგობრებო, არანაირი „ოზემპიკი” არ მიმიღია და მე ამ პრეპარატით არ გავმხდარვარ. მეტსაც გეტყვით, წლების წინ გასახდომი წამალი დავლიე და რეანიმაციაში მოვხვდი.

მას შემდეგ არანაირი წამალი არ მიმიღია, არც ინიექციის და არც სხვანაირი სახით. ეს ინფორმაცია არის ჭორი. მე გეტყვით, რომ ჩემ მეგობარს, რომელიც „ოზემპიკს” იკეთებდა, საშინელი ანალიზის პასუხები აქვს. თუ ექიმი არ დაგინიშნავთ ამ პრეპარატს, მხოლოდ გასახდომად არ მიიღოთ, რადგან ძალიან ცუდ ცვლილებებს იძლევა”, – საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი.

ნანუკა ჟორჟოლიანი: „მთელი ჩემი ცხოვრება მებრძოლი ქალის მდგომარეობაში ვარ და ახლა ვიტყვი – აღარ ვარ ძლიერი ქალი, სუსტი ვარ“

“ეს უნდა გახდეს თქვენი მუდმივი დღის წესრიგი” – როგორია ნანუკა ჟორჟლიანის ყოველდღიური კვების რაციონი

ვიდეო: “მომეხსნა შეშუპება და ზოგადად, ძალიან ეფექტური შედეგი მივიღე” – როგორ დაიკლო წონაში ნანუკა ჟორჟოლიანმა