LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში, პირველად 300 წლის განმავლობაში, ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე აღევლინა

კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება პირველად 300 წლის განმავლობაში უკრაინულ ენაზე ჩატარდა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა.

პოლიცია ტაძრის შესასვლელში მოქალაქეების საბუთებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა.