LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ნადირაძე სააკაშვილზე: როგორ ვისაუბროთ მკურნალობაზე, რომელსაც პაციენტი უნდობლობას და უარს უცხადებს?

როგორ ვისაუბროთ მკურნალობაზე, რომელსაც პაციენტი უნდობლობას და უარს უცხადებს?, – ასე ეხმაურება კლინიკა „ვივა მედის” დირექტორი ნინო ნადირაძე „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას სააკაშვილის მკურნალობის საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მისივე თქმით, ეს საკითხი პოლიტიკური შინაარსის მატარებელია.

„ეს უფრო პოლიტიკური შინაარსის მქონე რაღაც მგონია, ვიდრე საქმიანი. ვერც ამ შემთხვევაში ვხედავ პრობლემას. ალბათ რაღაც თავიანთი პოლიტიკური მიზნები აქვთ. როგორ ვისაუბროთ მკურნალობაზე, რომელსაც პაციენტი უნდობლობას და უარს უცხადებს?”, – აცხადებს ნინო ნადირაძე.

ოპოზიცია მოსამართლეებისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს