LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია, არაფერი ეშველება – თავმჯდომარე ხაბეიშვილია, მთავარი დონორი კეზერაშვილია, ინტელექტუალური ლიდერი მერაბიშვილი

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ განვითარებულ მოვლენებს აფასებს და ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია.

მისივე თქმით, „კრიზისს განიცდის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს“ და ყველანაირად ეცდებიან ხელი შეუწყონ პარტიის დაშლის პროცესს.

„იცით, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მინიმუმ ორ ნაწილად არის გაყოფილი, ორი სხვადასხვა ფრთაა. უკვე გამოიკვეთა დაპირისპირება დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილს შორის.

„ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით უამრავი დინება და ფლანგია ჩამოყალიბებული, რაც ამ პოლიტიკური პარტიის სისუსტეზე მეტყველებს. ეს ძალიან კარგია. დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ მოშლილია.

„ნაციონალურ მოძრაობაში” კარი ასე ღია არასდროს ყოფილა – ხაბეიშვილის თქმით, ქვეყნის მასშტაბით პარტიის ორგანიზაციების თავმჯდომარეებისა და პოლიტსაბჭოს წევრების არჩევნები ჩატარდება

„საუბარია 73 საარჩევნო ე.წ. ოლქზე, სადაც ყველგან ჩატარდება არჩევნები. შესაბამისად, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლები მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღებაში მიიღებენ, თუ ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქალაქში რაიონული საქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელი“

პარტიის შიგნით კრიზისს განიცდის ის პოლიტიკური პარტია, რომელსაც უმძიმესი წარსული აქვს. ჩვენ ყველანაირად ვეცდებით, რომ ხელი შევუწყოთ პარტიის დაშლის პროცესს.

შაშკინი: „უამრავი შეურაცხყოფა იყო ლევან ხაბეიშვილის და ჩემ მიმართ, მე დინოზავრს მეძახდნენ“

თინა ბოკუჩავა: მნიშვნელოვანია პარტიამ წინ გაიხედოს და ზოგადად ოპოზიციამაც, გადავლახოთ ყოველგვარი ურთიერთდაპირისპირება

მათი თავმჯდომარე ხაბეიშვილია, ყველამ იცის ეს ადამიანი. მათი მთავარი დონორი კეზერაშვილია, ინტელექტუალური ლიდერია მერაბიშვილი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს გარკვეული სარკაზმით ვამბობ. ამ ვითარებაში, რაც არ უნდა არჩევნები ატარონ, რა ზომებიც არ უნდა მიიღონ, „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი ეშველება. ეს კარგი პროცესია ქართული დემოკრატიისთვის.

ყველამ იცის, რომ ნიკა მელიას ფლანგი „ნაციონალური მოძრაობისგან“ გარიყულია. არ ვიცი, ნიკა მელია ამას თვალს არ უსწორებს, თუ ვერ უსწორებს. ნიკა მელია ცდილობს, რომ პარტიის შიგნით სეპარატისტული ფრაქცია ჩამოაყალიბოს. ეს კარგია, რაც უფრო მეტი დაყოფა იქნება „ნაცმოძრაობის“ შიგნით, მით უკეთესია პოლიტიკური პროცესების სწორად განვითარებისთვის. ამის გამოვლინებაა ნიკა მელიას მიერ ცალკე ოფისის შექმნა, ფრაქციის წევრების მიერ ფრაქციის დატოვება და ასე შემდეგ.

ეს პროცესი საპარლამენტო არჩევნებამდე უნდა გაგრძელდეს, რამაც საბოლოო ჯამში, პოლიტიკური სივრციდან „ნაციონალური მოძრაობის“ განეიტრალება უნდა გამოიწვიოს. სანამ ეს სისხლიანი, კრიმინალური, პოლიტიკური ძალა ნომერ მეორე პოლიტიკური პარტია იქნება, ჩვენი პოლიტიკური სისტემა ბოლომდე ვერ გაჯანსაღდება“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ხაბეიშვილი კითხვაზე, ხომ არ გეგმავს მელიასთან დაზავებას: „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩათვალეთ, რომ ყველასთან დაზავებული ვარ“