LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამინდი უარესდება: „მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ძლიერი თოვლი და სეტყვა“

20 აპრილის დღის ბოლოდან 21 აპრილის ჩათვლით, საქართველოში ამინდი უარესდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნული პერიოდის განმავლობაში საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, ცალკეულ მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია სეტყვა.

„იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 2-3 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა წვიმებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა – გააქტიურება, მაღალმთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს“, – აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.