არჩევნები არის ტესტი, როდესაც უარს ამბობ, ნიშნავს, რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია, – აღნიშნულის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციაში კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი.
„რა თქმა უნდა 2024 წელსაც ასეთივე ვითარება გვექნება, ერთადერთი მიზეზი, რატომაც ოპოზიციამ არ დააყენა საკუთარი კანდიდატურები ეს იყო ის, რომ მათ კარგად აქვთ გაცნობიერებული საკუთარი დაბალი რეიტინგი. ნებისმიერი არჩევნები არის ტესტი ნებისმიერი პოლიტიკური პარტიისთვის, როდესაც ამ ტესტზე უარს ამბობ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების წინ, ეს ნიშნავს რომ ამ ტესტის ძალიან გეშინია”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
