LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ის ფაქტი, რომ ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში პირველი უცხოელი ვარ, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, არის ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი გამარჯვება“ – ნუცა ბუზალაძემ ქართველებს მიმართა

ამერიკულ მეგა შოუში American Idol მონაწილე ქართველმა მომღერალმა ნუცა ბუზალაძემ, რომელიც 12 საუკეთესო კონკურსანტს შორისაა, სოციალური ქსელის მეშვეობით ქართველებს მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

როგორც ნუცა ამბობს, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში პირველი უცხოელია, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, ეს არის სრულიად ქართველი ერის დიდი გამარჯვება.

„ჩვენ, რა თქმა უნდა გვინდა, რომ ბოლომდე გავიდეთ და გავიმარჯვოთ, ეს რა თქმა უნდა, მაგრამ მე რატომ ვარ ბედნიერი, აჟიტირებული და სულ გახარებული იცით?

ის ფაქტი, რომ პირველი უცხოელი ადამიანი ვარ, ამერიკის ვარსკვლავის 25-წლიან ისტორიაში, ვინც ტოპ 12-ში მოხვდა, ეს არის ჩვენი, ქართველების ძალიან დიდი გამარჯვება.

ეს ფაქტი ისე მახარებს და მაბედნიერებს, რომ უფრო დიდი მოტივაციაა ჩემთვის…

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ასეთი ჩართულობისთვის და გულშემატკივრობისთვის, უბრალოდ, ხვალაც დაგვჭირდება ხმების მიცემა და მხარდაჭერა,“ – აღნიშნავს ნუცა ვიდეოში.

 

ფოტო, ვიდეო: „აი დადგა ეს დღეც, ვერ აღვწერ როგორ ვნერვიულობ!“: ნუცა ბუზალაძის მორიგი ჰილივუდური „ლუქი“ და ემოციური მიმართვა ქართველებს

„ვემზადებით კვირა-ორშაბათისთვის!“ – რას წერს აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დავით ზალკალიანი

ვიდეო: „მადლობა, რომ კიდევ ერთხელ გააჟღერე საქართველოს სახელი“, „ვამაყობ, რომ ქართველი ვარ“ – შოთის, ხიზანას, მერაბის და მამუს ემოციური მიმართვა ნუცა ბუზალაძეს

„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ გადააშეარეთ“ – ნუცა ბუზალაძე მხარდამჭერებს მიმართავს

„ასე ერთ მუშტად შეკრული ქართველები ჯერ არ მინახავს… ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ – ყველაფერი აქვს ნუცას იმისთვის, რომ იყოს ვარსკვლავი“ – ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლები

„ნუცამ მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ოცნებები ხდება“ – რა გზა გაიარა ნუცა ბუზალაძემ 12 საუკეთესო კონკურსანტს შორის მოსახვედრად: ნახეთ ნუცას ყველა გამოსვლა და შეფასებები