LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

BBC: პოლიციამ ბუკინგემის სასახლესთან მამაკაცი დააკავა

პოლიციამ ბუკინგემის სასახლესთან დააკავა მამაკაცი, რომელმაც თოფის ვაზნები ისროლა, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, კაცს ხელში საეჭვო იარაღი და ჩანთა ეჭირა, რომელიც გამნაღმველებმა ააფეთქეს.

აღსანიშნავია, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე და დედოფალი ინციდენტის დროს ბუკინგემის სასახლეში არ იმყოფებოდნენ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.