LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ქუჩაში ხშირად მაჩერებენ, ყველას ქეით მიდლტონი ვგონივარ” – 35 წლის ამერიკელი ვეტერინარი უელსის პრინცესას ასლია

35 წლის ვეტერინარი, მოლი ბრინკმანი ტენესის შტატში ცხოვრობს და მუშაობს, ის სოციალურ ქსელებში სულ უფრო პოპულარული ხდება და ამის მიზეზი მისი გასაოცარი მსგავსებაა უელსის პრინცესასთან. გოგონა იმდენად შეაწუხეს შეკითხვებით, რომ ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში სტატუსიც დაწერა. მოგვიანებით მას ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და კომენტარი ჩაწერეს: „სრულიად უცხო ხალხი მაჩერებს და ყველას ქეით მიდლტონი ვგონივარ. ეს სასიამოვნოა“, – ამბობს ბრინკმანი.

მისი თქმით, ის დიდი ხანი ადევნებს თვალს ქეით მიდლტონის და სამეფო ოჯახის ცხოვრებას და ასევე ოცნებობს, მიიღოს მონაწილეობა სერიალში „გვირგვინი“. მოლის თქმით, ის ხშირად ატარებს იმავე ვარცხნილობას, როგორსაც ქეითი და ეს ძალიან მოსწონს.

მოლი ბრინკმანი ორი შვილის დედაა და ძალიან აქტიურია სოციალურ ქსელებში. ის ხშირად აქვეყნებს ვიდეო რჩევებს ცხოველების მოვლასთან დაკავშირებით.