LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: როგორ დაიკლო იაკო ჭალაგანიძემ 73 კილო – „არაფრის მონატრება არ მქონია…9 თვის მანძილზე ერთი დღეც არ დამირღვევია”

ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია იაკო ჭალაგანიძე, რომელმაც 73 კილოგრამი დაიკლო.

იაკო საზოგადოებას წონის კლების საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს.

„18 საათიანი დიეტით დავიკელი. დილით 10-ზე ვიწყებდი და ვჭამდი იმას, რაც მინდოდა, ხოლო შემდეგ კი ვცდილობდი მიმეღო ძირითადად ცილები. არაფრის მონატრება არ მქონია.

დილით ყველაფრის ჭამის უფლებას ვაძლევდი თავს. ტკბილი რომ მომინდებოდა შოკოლადს ვჭამდი ადეკვატური ზომებით. 9 თვის მანძილზე იმდენად მოტივირებული ვიყავი, წონის დაკლებაზე, რომ არც ერთი დღე არ დამირღვევია”, – საუბრობს იაკო ჭალაგანიძე.

იხილეთ ვიდეო: