პოსტტრავმული სტრესული აშლილობით მსოფლიოში უამრავი ადამიანი იტანჯება. აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ ამ დაავადების სამკურნალო პირველ მოწყობილობაზე გაყიდვის ნებართვა გასცა.
აღსანიშნავია, რომ PTSD ყველაზე ხშირად ჯარისკაცებს აწუხებთ. როგორც ვარაუდობენ, მოწყობილობა აშშ-ის ბაზარზე 2024 წლიდან იქნება ხელმისაწვდომი და მის გამოყენებას შეძლებენ როგორც ამბულატორიულ, ისე კერძო კლინიკებში.

