LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „ტელევიზიის საგრიმიოროები იტევენ ყველაზე დიდი ინტრიგებს!.. მომღერლები ისეთებს ლაპარაკობენ ერთმანეთზე…“

მომღერალი ნუცა თოფურია პასუხობს ჟურნალ „სარკის“ კითხვას ქართული შოუბიზნესის ინტრიგებთან დაკავშირებით:

„მართლა პატარები მოვხვდით ამ სფეროში და თავიდანვე არ მომწონდა ის გაუტანლობა და უსამართლობა, რაც ხშირად მინახავს. ბევრჯერ შევსწრებივარ, მეგობარი მეგობარზე როგორ ჭორაობს, როგორ ერგებიან სხვადასხვა სიტუაციას. წარმოდგენაც არ მინდა, ჩემთან მარიამ შენგელიაზე ცუდი ვინმემ თქვას, კბილებით დავიცავ!..

ტელევიზიის საგრიმიოროები იტევენ ყველაზე დიდი ინტრიგებს. მანდ რომ ვინმემ მოსასმენი დააყენოს, მერე ნახეთ, რა ამბები ატყდება! ძალიან ბევრჯერ შევსწრებივარ და გული მტკენია. როდესაც გგონია, რომ ესა თუ ის მომღერლები უახლოესი მეგობრები არიან, ამ დროს ისეთებს ლაპარაკობენ ერთმანეთზე და თან იციან ზუსტად, რომ ეს ამბები გავრცელდება… მოკლედ, კოშმარია!..“