LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ესპანეთში გამქირავებლები სახლის ქირას წელიწადში 3%-ზე მეტად ვეღარ გააძვირებენ

ესპანეთში გეგმავენ, რომ ქირის ღირებულების ზრდაზე გარკვეული შეზღუდვები დააწესონ. ახალი კანონპროექტის მიხედვით, გამქირავებლები ვეღარ შეძლებენ, რომ საფასური წელიწადში 3%-ზე მეტად გააძვირონ. სიახლის მიზანია, რომ იმ ადამიანებს ვისაც ბინის ან სახლის შეძენა ჯერ არ შეუძლია და ქირის ხდა უწევს – ცხოვრება ბევრად გაუმარტივონ. საინტერესო ინფორმაციას The Mayor ავრცელებს.

გარდა ამისა, არენდატორებს კონტრაქტის გაფორმების დროს სააგენტოებისთვის პროცენტის გადახდა აღარ მოუწევთ და ამ პროცედურების ხარჯები სახლის მფლობელებს დააწვებათ.

სიახლე არ შეეხება ხანმოკლე ქირებს, მათ შორის ტურისტულ საცხოვრებლებს.

მოსალოდნელია, რომ კანონი ძალაში მაისიდან შევა, მას შემდეგ რაც მას ხმას ესპანეთის სენატი მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლიდან ესპანეთი ყოველთვიურად 250 ევროთი ეხმარება იმ ახალგაზრდებს, ვისაც სახლის დაქირავება დამოუკიდებლად არ შეუძლია.