LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფრანგული სტარტაპი 2025 წლიდან ტურისტებს დედამიწის მიღმა გაიყვანს

ფრანგული სტარტაპი Zephalto აპირებს, რომ დედამიწიდან 25 კილომეტრის მოშორებით ტურისტული ტურები დაიწყოს. ფრენები სპეციალურად შექმნილი მფრინავი ბურთით, სტრატოსფეროში შესრულდება, წერს Bloomberg.

ტურისტები სპეციალურ ჰერმეტულ კაფსულაში მოკალათდებიან და ეს კაფსულა თვითმფრინავის სალონის პრინციპით იქნება აგებული. ამ მეთოდის დახმარებით ფრენა ხელმისაწვდომი იქნება ყველასთვის, მიუხედავად მათი ფიზიკური მომზადებისა.

მთელი მოგზაურობა 3 საათს გასტანს.

კომპანია აპირებს, რომ წელიწადში 60 რეისი შეასრულოს და თითო რეისზე ბორტზე მხოლოდ 6 მგზავრი იქნება.

ასეთი ტურის ფასი ადამიანზე 120 ათასი ევროდან დაიწყება.