დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული კუროს, მთვარე კი, ეთიკური და ელეგანტური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.
იმოქმედეთ პრაგმატულად, არ აჰყვეთ ილუზიებს, რომელთა ალბათობა დღეს განსაკუთრებით მაღალია.
მიაქციეთ ყურადღება სამყაროს მინიშნებებს, რომლებიც რთული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან.
პარტნიორული ურთიერთობა – პატივი ეცით და აუცილებლად გაითვალისწინეთ პარტნიორის აზრი.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ცოდნის შეძენისა და თვალსაწიერის გასაფართოებლად, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, ახალი საქმის დაწყებისა და ახალი სამსახურის მოსაძიებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საჩუქრების და აქსესუარების შესაძენად.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებისა და კბილების სამკურნალოდ. თავი შეიკავეთ ალკოჰოლური და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ ზედმეტ სითხეს და ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ფარისებრ ჯირკვალს, ყელს და თირკმელებს.
დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ცისფერი, კრემისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, ფირუზი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.
