LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „ამ სიმღერამ პოზიტივი მოიტანა“ – მზია გეწაძის მიერ გადაცემაში შესრულებულ „ბოშა ქალო“-ს 36 ათასზე მეტი ნახვა აქვს | გამოხმაურებები სოცქსელში

მომღერალი მზია გეწაძე გადაცემა „მელომანს“ სტუმრობდა, სადაც თავისი სიმღერა „მიმკითხვე ბოშა ქალო“ შეასრულა.

გადაცემის წამყვანის გარდა, მზიას სტუმრების აყოლიება არ გასჭირვებია და მაყურებელს სახალისო წუთები აჩუქეს.

მზია გეწაძე: „პოპულარობა 53 წლის ასაკში მოვიდა, საერთოდ რომ არ ველოდი… არ ვიცი, რას ფიქრობს ამაზე ჩემი ყოფილი მეუღლე, რადგან თვალით არ მინახავს…“

ვიდეო: რას იხსენებს მზია გეწაძე: „გია სურამელაშვილი, ნატო მეტონიძე, ლელა წურწუმია, ყველა იქ იყო, ჩვენ ყველამ ერთად დავიწყეთ…“

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოს 36 ათასზე მეტი ნახვა აქვს. Facebook-კომენტარებში აღნიშნავენ, რომ „ამ სიმღერამ პოზიტივი მოიტანა“.

„ასეა,თუ ისეა, ვერ უარვყოფ, რომ ამ სიმღერამ პოზიტივი მოიტანა. მეც იმათ რიცხვში ვარ, ვისაც კარგ ხასიათზე განაწყობს ?“, „რალამაზი და რა საყვარელია ❤️??“, „ძალიან პოზიტიურია ეს ქალი რა გავაკეთო“, „ეს კეკლუცი, ყოველთვის ელეგანტური და სასიამოვნო ქალბატონი უზომოდ მესააყვარლებაააა ❤️❤️❤️“, „მზია, პოზიტიური და საყვარელი ❤“, – წერენ სოციალურ ქსელში.

ვიდეო: მზია გეწაძემ „ბოშა ქალით“ ქართული კლუბები დაიპყრო: „გვიყვარხართ, ქალბატონო მზია!..“

ვიდეო: ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლები მზია გეწაძის ცნობილ ჰიტზე „ბოშა ქალო“ აცეკვდნენ