მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 18:38-დან 23:05 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
გუშინდელი მთვარის დაბნელების შემდეგ დღევანდელი დღეს საკმაოდ რთული იქნება. მოერიდეთ გარშემომყოფებთან კამათს და საქმის გარჩევას.
დააკვირდით კოლეგათა ქცევას, რადგან მხოლოდ ყურადღებით დაკვირვების შემთხვევაში შეძლებთ მათი ფარული ზრახვების ამოცნობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში უკეთ გასარკვევად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს მგზავრობა და მოგზაურობა, ბინის შეცვლა და სესხის აღება. კარგი დღეა მასაჟისა და კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებისგან. მოერიდეთ რენტგენისა და სხივური თერაპიის კურსის ჩატარებას.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, წითელი, ყვითელი, ბორდო, ლურჯი და ცისფერი ასევე ოპალი, ტოპაზი, ონიქსი, გიშერი და იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.
