მე ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ თქვენ ამას ნახავთ, ხოლო რუსეთი აუცილებლად იგრძნობს, – აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამარჯვების სჯერა და დარწმუნებულია, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება.
„ჩვენ ძალიან სერიოზულად ვემზადებით. აუცილებლად გადაიდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები. ვიცი, რომ ჩვენ ყველანი ძალიან მოტივირებული ვართ, არა მხოლოდ ისინი, ვინც ამ გეგმის შესახებ იციან, არამედ ჩვენი ხალხიც.
მე ვერ გიპასუხებთ [როდის და სად დაიწყება კონტრშეტევები] მაგრამ ამას აუცილებლად ნახავთ და რუსეთი ამას აუცილებლად იგრძნობს. ჩვენ გვჯერა გამარჯვების და გვჯერა, რომ პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯები მალე გადაიდგმება”, – აცხადებს ზელენსკი.
