დედა-შვილი ეკა კახიანი და ნინი ბადურაშვილი გადაცემის „რა გვსურს ქალებს” სტუმრები არიან, სადაც საუბრობენ, რა არის ცხოვრებაში მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
როგორც ეკა კახიანი აღნიშნავს, მისთვის ყველაზე მთავარი მისი შვილების ჯანმრთელობა და ბედნიერებაა, ხოლო შემდეგ პროფესიული განვითარება.
ნინი ბადურაშვილი კი საუბრობს, რომ ქალის ცხოვრებაში ოჯახიც მნიშვნელოვანი და კარიერული წინსვლაც.
„პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ შვილები იყვნენ ჯანმრთელად. ქალმა რომ თავი სრულფასოვნად იგრძნოს, მგონია რომ ოჯახი ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თუ არ იქნება ოჯახი, არსებობდეს ადამიანი მაინც, რომელიც მასზე იზრუნებს და პირიქით. მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები და რა თქმა უნდა, პროფესიული განვითარებაც”, – საუბრობს ნინი ბადურაშვილი.
ვიდეო: როგორ მიულოცეს შვილებმა ეკა კახიანს დაბადების დღე
“გილოცავ, ჩემო” – ეკა კახიანი შვილს, ნინი ბადურაშვილს დაბადების დღეს ულოცავს
„დაბადების დღეს გილოცავ, ჩემო სამყარო“ – ეკა კახიანის დაბადების დღე მადრიდში და შვილის მილოცვა
