ზუბალაშვილების ქუჩაზე ორმხრივი სროლისას ერთი პირი დაჭრეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით არის დაწყებული.
არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებაში მონაწილე კაცები მეზობლები არიან. მომხდარის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
