საქართველოში მცხოვრები ინდოელი სტუდენტი, რომელსაც ბათუმში 22 აპრილიდან ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ერთი კვირის წინ იპოვეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ცნობისათვის, გარდაცვლილი სტუდენტი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სამედიცინო ფაკულტეტის პირველ კურსზე სწავლობდა.
