LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 18 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

არ აჰყვეთ ემოციებს, დეპრესიას და ნეგატიურ მოგონებებს, უმჯობესია იფიქროთ სასიამოვნოზე და დასახოთ სამომავლო გეგმები. მოერიდეთ ხალხმრავლობას, რადგან დასუსტებული აურის ფონზე მაღალია თვალის აღების ალბათობა. თავი შეიკავეთ ახალი საქმის დაწყებისგან, რადგან ერთი შეხედვით მარტივი საქმეც რთული შესასრულებელი იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის შესაძენად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ცივი და გაზიანი სასმლის მიღებისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, ენდოკრინულ სისტემას და ფარისებრ ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ყავისფერი, თიხისფერი და კრემისფერი, ასევე აქატი, მალაქიტი, ონიქსი, ზურმუხტი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც შემდგომი სირთულეების მანიშნებელი იქნება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და ქალწულისთვის, მორიელისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, სასწორს და მშვილდოსანს.