LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში რუსული კლინიკების ქსელი Chaika Clinic გაიხსნა

თბილისში რუსული კლინიკების ქსელი Chaika Clinic გაიხსნა. „რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, კლინიკა თბილისში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.

„ჩაიკას“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. აქამდე დაწესებულება მხოლოდ მოსკოვში ფართოვდებოდა, სადაც “ჩაიკას” 7 სამედიცინო ცენტრი აქვს.

ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია.

როგორც კლინიკის ვებგვერდიდან ირკვევა, სამედიცინო სერვისები და ექიმების სახელები ონლაინ არის ხელმისაწვდომი. კონსულტაციის საფასური 100 ლარიდან იწყება.

 

წყარო: რადიო თავისუფლება