LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა“ – ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ „რუსულმა ტერორისტულმა სახელმწიფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა“.

როგორც ნიკა მელია წერს, „სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად მოგვიწევს“.

„ქორწილი აღარ ჩატარდება… ეს არის საზოგადოების ერთგვარი გამარჯვება“ – სალომე ზურაბიშვილი

„ლავროვის სანქცირებულმა ოჯახმა საქართველო დატოვა!

რუსულმა ტერორისტულმა სახელმწოფომ დღეს საქართველოში და საქართველოსთან ქორწინება ვერ გააფორმა!

თუმცა, სანამ არ დავამარცხებთ ქვეყნის რუსიფიკაციის მიზეზს, მოგვიწევს მათ სიმპტომებთან ბრძოლა ყოველდღიურად, ყველგან და ყველას!

ვიბრძოლებთ და ვიზეიმებთ საქართველოს ისტორიული ევროპული არჩევანის განხორციელებას!“, – წერს მელია.