საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი შეწყალების უფლება ამ შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მას ამის განხორციელება არ შეუძლია. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფრანგულ მედიასთან, LCI-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
“უპირველეს ყოვლისა მე არ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, რადგან მე პრინციპულად არ ვპასუხობ კითხვებს შეწყალების უფლების შესახებ. თუმცა, ახსნის გარეშე მე შემიძლია ვთქვა, რომ შეწყალების უფლება ამ კონკრეტული შემთხვევაში შეზღუდულია კონკრეტული გარემოებებით, რომელთა გამოც მე მისი განხორციელება არ შემიძლია”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობა უნდა იყოს მოფრთხილების საგანი. პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პირველია, ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომის მიღება, “რათა არაფერი მოხდეს.
“ის არის კერძო კლინიკაში, ჩვენ კონტაქტზე ვართ ექიმებთან, ვინც მას მკურნალობენ. მას მე ზუსტი რიცხვი არ მახსოვს, 300-ზე მეტი ვიზიტი ჰქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში. დედამისი იქაა მუდმივად და მისი მიღება შეუძლია. შემაშფოთებელია, რომ ამხელა წონა დაკარგა, შემაშფოთებელია, რომ ის შეიძლება ციხეში იყოს, მე არ ვფიქრობ, რომ საჭიროა დრამატიზება სხვა ზომების და კიდევ ერთხელ, მე პირველი ვარ ვინც ფიქრობს, რომ საჭიროა ყველა ზომა მივიღოთ, რათა არაფერი მოხდეს”, – ამბობს ზურაბიშვილი.
