LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავიაკომპანია ქართულ ბაზარზე – რა მიმართულებით იფრენს IndiGo 

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ავიაკომპანია IndiGo შემოდის. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

ინდური ავიაკომპანია IndiGo საქართველოს  მიმართულებით ოპერირებას აგვისტოდან დაიწყებს.

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში 3 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.

Photo: IndiGo