LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„სწორი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად“ – მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის განცხადებაზე

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ეხმაურება.

მისი განცხადებით, პრეზიდენტის პოზიცია სააკაშვილის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, ერთმნიშვნელოვნად სწორი პოზიცია იყო.

ზურაბიშვილი სააკაშვილზე – ვფიქრობ, მას კარგად უნდა მოუარონ, ისე როგორც ბევრ სხვა პრეზიდენტს მსოფლიოს მასშტაბით, რომლებსაც პატიმრობა მიუსაჯეს

„[სალომე ზურაბიშვილს] ჰქონდა მკაფიოდ გაცხადებული პოზიცია, თუმცა ბოლო ხანებია, ასე ვთქვათ, გარკვეული პოზიციების ცვლილების სურვილი, ამ მიმართულებით რაღაც გარკვეულ ვარიანტებს შეიძლება ეძებდეს და ამიტომ იქნა მითითებული, როგორც ჩანს, აი, ამ ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტზე მისი გადმოსახედიდან, თუმცა მე ვფიქრობ, რომ კონტექსტი, რომელზე დაყრდნობითაც პრეზიდენტმა განაცხადა თავისი პოზიცია სააკაშვილის მსჯავრდებასთან დაკავშირებით, მგონი, ყველაფერი ნათქვამი იყო. სწორი პოზიცია იყო ერთმნიშვნელოვნად. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში შეიძლება ჩვენი პოლიტიკური გუნდის გაცხადებულ პოზიციას ემთხვეოდეს ან საზოგადოების უმრავლესობის პოზიციას ეთანხმებოდეს. მე ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად სამართლიანია ეს დამოკიდებულება და რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია ამას ხაზი გაესვას, რომ სამართლებრივი სახელმწიფოს იდეასთან ყველაზე მეტად თავსებადი სწორედ ის პოზიციაა, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ სწორედ პრეზიდენტი საუბრობდა და ახლა გარკვეული სურვილი იკითხება თითქოს, რომ საკითხი სხვაგვარად იყოს და შესაბამისად, თუნდაც, ამ დისკუსიაში მონაწილეობა არ უწევდეს პრეზიდენტს. აი, ასეთი განწყობა დავინახე“, – განაცხადა სარჯველაძემ.

„სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს“ – ლევან ხაბეიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე