LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზელენსკი: ჩვენ მზად ვართ კონტრშეტევისთვის

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ქვეყანა კონტრშეტევისთვის მზად არის.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ The Wall Street Journal-თან ინტერვიუში მომავალ კონტრშეტევაზე, აშშ-ის არჩევნებზე, ნატოსა და ჩინეთზე ისაუბრა.

მან უკრაინის გრძელვადიანი უსაფრთხოების განმტკიცების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა:

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ. არ ვიცი, რა დრო დასჭირდება, მაგრამ ამის გაკეთებას ვაპირებთ და მზად ვართ“, – განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში