LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიხეილ ცაგარელის 3 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 04:51-დან 10:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

არ ღირს საქმის და საკუთარი ვალდებულების სხვისთვის გადაბარება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ და ისევ თვითონ იზარალებთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, შემოქმედებითი და ინტელექტუალური განვითარებისთვის, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო აქტივობისთვის, მეგობრებთან დასვენებისა და გართობისთვის, ლაშქრობისა და სპორტული ღონისძიებების მოსაწყობად, გარიგებებისა და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, უცხოელებთან კონტაქტისა და უცხოეთში კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა წყლის პროცედურებისა და სუნთქვითი ვარჯიშებისთვის, ფილტვებისა და მეტყველების სამკურნალოდ. გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე ფირუზი, სარდიონი, საფირონი, ქარვა და იაგუნდი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და მორიელს.