სავსემთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მზის და მთვარის ენერგიების დაპირისპირება მშვილდოსნისა და ტყუპების ზოდიაქალურ ღერძზე ნეგატიურად აისახება ნებისმიერის ფიზიკურ და ემოციურ მდგომარეობაზე. გაძლიერდება მიდრეკილება დეპრესიისა და აგრესიისკენ, მოიმატებს ცდუნებების და შეცდომების დაშვების, კონფლიქტების და დაპირისპირებების ალბათობა. გამოიჩინეთ მეტი მოთმინება და თავშეკავება, არ აჰყვეთ გარშემომყოფთა პროვოკაციას, სარკასტულ და ირონიულ შენიშვნებს.
დღევანდელი დღე კოსმიური გამოცდადაც შეიძლება ჩაითვალოს, რადგან სწორედ დღეს შემოწმდება თქვენი დიპლომატიურობა, მოთმენისა და პატიების უნარი.
არაა გამორიცხული სწორედ დღეს მიიღოთ მოულოდნელი, ნაკლებად სასიამოვნო ინფორმაცია, თუმცა არ ღირს ემოციებს აყოლა და სიმშვიდის დაკარგვა.
დაივიწყეთ ბრაზი და გულდაწყვეტა, ითხოვეთ პატიება და თვითონაც აპატიეთ ახლობლებს ძველი წყენა.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, პრეზენტაციისა და გამოფენის, წვეულების და საიუბილეო საღამოების მოსაწყობად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ფულის სესხება და ვალად აღება.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ ხორცისა და თევზის კერძების მირთმევისგან. გაუფრთხილდით დასუსტებულ ღვიძლს და ნაღვლის ბუშტს.
დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ბორდო, ლურჯი, ცისფერი და იისფერი, ასევე გიშერი, ფირუზი, აქატი, სარდიონი და ამეთვისტო გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.
