უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ უკრაინა წინასწარ არ გამოაცხადებს იმ შეტევის დაწყების თარიღს, რომელსაც ფრონტზე ნებისმიერ დროს ელიან.
უკრაინელი სამხედროების ტაქტიკა მუდმივად იცვლება და ისინი კონტრშეტევას დაიწყებენ მაშინ, როცა საამისოდ საუკეთესო მომენტი დადგება.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა კვირას გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც უკრაინელი სამხედროები გამოდიან სიჩუმის შენარჩუნების მოწოდებით. ჩანაწერი მთავრდება სიტყვებით “გეგმებს სიჩუმე უყვარს. დაწყების შესახებ განცხადება არ იქნება”.
