„ქართული ოცნება“ ამჯერად ეროვნული ბანკის მიტაცებას ცდილობს – პრეზიდენტის მიმართ ბრალდებები და მისი უფლებამოსილებების შეზღუდვა სწორედ სახელმწიფოს მიტაცების მორიგი მცდელობაა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განუცხადა.
ბოკუჩავას შეფასებით, ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით დაწყებული პროცესი ქვეყნისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან მისი დამოუკიდებლობა ფინანსურ-ეკონომიკური მდგრადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამ დრომდე ეროვნულ ბანკზე ბიძინა ივანიშვილს პირდაპირი გავლენა არ ჰქონდა – ყოველ შემთხვევაში იმ ხარისხით, რა ხარისხით მოპოვებასთან ის ახლა ცდილობს.
ივანიშვილის რეჟიმი ყოველდღიურად უფრო და უფრო ავტოკრატიული ხდება, მათ შორის ასე აფასებენ დღეს არსებულ რეჟიმს ჩვენი პარტნიორებიც“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
