LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შმაგა ან გიჟანა – იგივე ბელადონა

შმაგა ანუ გიჟანა შხამიანი, მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, რომელიც იზრდება მთებში, ტყის პირებზე, მდინარეების ნაპირებთან. მას აქვს შავი-მოიისფერო, მბრწყინავი, წვნიანი ნაყოფი, რომელიც ალუბალს წააგავს, თუმცა შეგახსენებთ, რომ შმაგას ნაყოფი არ იჭმევა. მთელი მცენარე შიცავს ალკალოიდებს, რომლის ძირითადი ნაწილია ატროპინი და ჰიოსციამინი, ხოლო მცირე რაოდენობით შეიცავს სკოპოლამინს. ალკალოიდების დიდი ნაწილი გროვდება ფოთლებსა და ფესვებში. თავდაპირველად, ყვავილობის დროს, აგროვებენ ფოთლებს, ხოლო ნაყოფის დამწიფების შემდეგ გროვდება მთლიანად ყვავილი. შეგროვილ ნედლეულს სწრაფად აშრობენ მაღალ ტემპერატურაზე.

ატროპინი და ჰიოსციამინი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედებით ხასიათდება. ადუნებს გლუვ მუსკულატურას, აფართოებს გუგას, ხსნის ზღვის ავადმყოფობის სიმპტომებს. იყენებენ კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის, ნაწლავებისა და საშარდე გზების სპაზმის დროს. აღნიშნულ ნივთიერებებს აქვთ უნარი შეზღუდონ სანერწყვე ჯირკვლის, კუჭისა და ბრონქიალური უჯრედების სეკრეცია. ატროპინი თვალის პრაქტიკაში დიაგნოსტიკის მიზნით გამოიყენება გუგების გასაფართოებლად. მედიცინაში ატროპინი გამოირჩევა, როგორც შხამის საწინააღმდეგო საშუალება მორფინით, ანალგეტიკებით და სხვა პრეპარატების მოწამვლის დროს.

შმაგას, იგივე გიჟანას ნედლეულიდან ამზადებენ ნაყენს და მშრალ და სქელ ექსტრაქტს, რომლებიც მრავალი პრეპარატის შემადგენლობაში შედის. როგორიცაა: ბერადონი, ბეკარბონი, ბელალგინი და სხვა. შმაგას ფოთლების ფხვნილი შედის ასთმის საწინააღმდეგო სიგარეტ ასტმატოლის შემადგენლობაში, ხოლო ფესვების ფხვნილი პრეპარატ კობელას შემადგენლობაში, რომლებიც პარკისონის საწინააღმდეგოდ გამოიყენება.