LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისში ბავშვთა ქირურგიის საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც თსსუ-ის საპატიო დოქტორის, იცხაკ ვინოგრადის ხსოვნას მიეძღვნა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის და საქართველოს ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით 2023 წლის 3 ივნისს ჩატარდა  საერთაშორისო კონფერენცია ბავშვთა ქირურგიაში, რომელიც ეძღვნებოდა  გამოჩენილი ბავშვთა  ქირურგის, თსსუ-ის საპატიო დოქტორის,  პროფესორ იცხაკ ვინოგრადის ხსოვნას.

კონფერენციის გახსნის საზეიმო ცერემონიალზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ბატონი გიორგი ამილახვარი, ისრაელის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება ქალბატონი ჰადას მეიცადი, თსსუ-ის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია, პროფესორი მიხა რაბაუ (ისრაელი) და პროფესორი შლომ კონსტანტინი (ისრაელი).

კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საგანგებოდ  ამ დღისთვის მოწვეული მსოფლიოში ცნობილი სპეციალისტები:

–        პროფესორი შლომი კონსტანტინი (ბავშვთა და მოზრდილთა ნეიროქირურგია, ისრაელი)

–       პროფესორი ამულია საქსენა (ევროპის ბავშვთა ქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტი, დიდი ბრიტანეთი,)

– პროფესორი რან შტეინბერგი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, ბავშვთა ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი,ისრაელი).

–       პროფესორი ჯოსეფ ბენ არი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, რეანიმაციული სამსახურის უფროსი, ისრაელი).

–       ამით ლეჰავი (რამბამის სამედიცინო ცენტრი, ანესთეზიოლოგი, ისრაელი,)

–        იუჯინ მანევიჩი (ბავშვთა უროლოგიური ასოციაციის გენერალური მდივანი, აშშ)

–        დებორა ლოეფი ( ჩიკაგოს უნივერსიტეტი, აშშ)

–       მიხა რაბაუ ( ისრაელი)

–       ვადიმ კაპულერი (ასუტას სამედიცინო ცენტრი, ისრაელი)

ბავშვთა ქირურგიის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო  თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მიღწევები, რაც უდიდეს დახმარებას გაუწევს ქართველ ბავშვთა ქირურგებს მათ ყოველდღიურ კლინიკურ საქმიანობაში.