LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრაზილიელი მომღერალი ასტრუდ ჟილბერტო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრაზილიელი ჯაზ მომღერალი ასტრუდ ჟილბერტო 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაციაში შვილიშვილმა, სოფია ჟილბერტომ გაავრცელა.

შეგახსენებთ, მომღერალი რიოში დაიბადა. 1959 წელს ცოლად გაჰყვა ჟოაო ჟილბერტოს და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში. ასტრუდი ჟოაოს 1960-იანი წლების შუა პერიოდში დაშორდა და ურთიერთობა დაიწყო მუსიკალურ პარტნიორთან, ამერიკელ ჯაზ-საქსაფონისტ Stan Getz-თან. ასტრუდმა პოპულარობა 1960-70-იან წლებში მოიპოვა. მისი ყველაზე ცნობილი კომპოზიციაა The Girl From Ipanema, რომლის 5 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. არტისტმა დიდი წვლილი შეიტანა ბოსა-ნოვას  პოპულარიზაციაში.