მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 08:41-დან 12:33 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.
არ ღირს ბრაზის და წყენის, აგრესიის და გაღიზიანების გამოვლენა.
მოერიდეთ ზედმეტ ლაპარაკს და ინფორმაციის გაცემას. უმჯობესია მოუსმინოთ და გაითვალისწინოთ კომპეტენტური ადამიანების აზრი.
ნუ შეგშურდებათ სხვების, ბევრად უკეთეს შედეგს მიიღებთ თუ დაფიქრდებით რა შეგიძლიათ გააკეთოთ საკუთარი ცხოვრების გასაუმჯობესებლად.
მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰკიდეთ ხელი ახალ საქმეს, თუ ყველაფერი კარგად გათვალეთ და წინასწარ მოიფიქრეთ.
პარტნიორული ურთიერთობა –გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან არაა გამორიცხული ჭორებმა, ტყუილებმა და ცილისწამებამ სერიოზული საფრთხე შეუქმნას თქვენს ურთიერთობას.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, კომპიუტერული და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა სეირნობისთვის, თუმცა არ ღირს დიდხანს ფეხზე დგომა. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ კუროს, ლომს და თხის რქას, რადგან დასუსტებული ნერვული სისტემის ფონზე ადვილად გაღიზიანდებიან და დაკარგავენ მოთმინებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ძვლოვანს სისტემას, ხერხემალს და სახსრებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, კრემისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ციტრინი და ონიქსი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძისა და ტყუპებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.
