LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „საჭირო 70 ათასი ლარი შეგროვდა, თქვენ ხართ საოცარი ხალხი, მიყვარხართ“ – ნანუკა ჟორჟოლიანი მხოლოდ 1 გადაცემით 3 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს

ნანუკა ჟორჟოლიანმა მარათონით 70 000 ლარი შეაგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ტელეწამყვანის თაოსნობით კიდევ 3 ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

როგორც ნანუკა აღნიშნავს, 11 წლის ნიკოლოზ ვარშანიძეს სასიცოცხლოდ ესაჭიროებოდა 18 095 ლარი.

4 წლის დემეტრე მახარაძეს 25 850 ლარი. 21 წლის მაკა ეზიაშვილს კი – 22 500 ლარი.

ნანუკამ მხოლოდ 1 გადაცემით 70 000 ლარი შეაგროვა, რაც ნიკოლოზს, დემეტრესა და მაკას მკურნალობას მოხმარდება.

„საჭირო 70 ათასი ლარი შეგროვდა.

სამი ადამიანის სიცოცხლე გადარჩება.

თქვენ ხართ საოცარი ხალხი.

მიყვარხართ,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

 

„შვილმა სიცოცხლე მინდა, არ მინდა მოვკვდე მამაო“, – ამბობს 21 წლის მაკას მამა სიუჟეტში.

 

„ღმერთს ვეხვეწებოდი შვილიშვილი გადამირჩინე, ცოტა ხანი მაინც იცოცხლოს მეთქი“, – აღნიშნავს 4 წლის პატარა დემეტრეს ბებია.

 

„მეუღლემ რომ მითხრა ნიკოლოზს სიმსივნე აქვსო, ეს იყო ჩემი სიკვდილი“ , – ამბობს 11 წლის ნიკოლოზის ბაბუა.