მოერიდეთ ფორიაქს და ზედმეტ ლაპარაკს.
არ აჰყვეთ ილუზიებს, დაეყრდენით მხოლოდ რეალურ ფაქტებს.
აუცილებლად ბოლომდე მიიყვანეთ დღეს დაწყებული ყველა საქმე.
უნდობლობის მიუხედავად, ეცადეთ დაძლიოთ ეჭვი და ენდოთ პარტნიორებს, რადგან მათი დახმარების გარეშე ძალიან გაგიჭირდებათ ჩაფიქრებულის განხორციელება.
სულიერი ამაღლების, ინტელექტუალური განვითარების და ნოვატორული საქმიანობის დღეა!
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ძვირფასი ქვებითა და მინერალებით ვაჭრობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, უძრავი ქონების და ავტომობილის ყიდვისა და გაყიდვისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად.
ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მეტი დასვენება და დასუსტებული ნერვული სისტემის გაფრთხილება სჭირდებათ კუროს, ლომის და თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებს. კარგი დღეა სეირნობისა და სუნთქვითი ვარჯიშების ჩასატარებლად. გაამდიდრეთ კვების რაციონი ბურღულეულით, ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე აკვამარინი, საფირონი, ძოწი და ციტრინი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, თხის რქას და თევზებს.
