14 წლის ნიკოლოზს საზოგადოების დახმარება სჭირდება. ნიკოლოზს ყველაზე ფართოდ გავრცელებული გენეტიკური დაავადება – მუკოვისციდოზი აქვს, რომელიც ყველაზე მეტად აზიანებს ფილტვებს, ასევე თირკმელებს, პანკრეასს, ღვიძლსა და ნაწლავებს.
ნიკოლოზი ამ დაავადებას 14 წელია ებრძვის. იმისთვის, რომ ნიკოლოზმა განაგრძოს მკურნალობა, მის ოჯახს საზოგადოების ფინანსური დახმარება სჭირდება.
მუკოვისციდოზით დაავადებულ ადამიანს, მთელი სიცოცხლის მანძილზე სჭირდება სხვადასხვა მედიკამენტი – მუკოლიზური საშუალებები, ფერმენტული პრეპარატები, ანტიბიოტიკები და ჰეპატოპროტექტორები.
პრეპარატების შესაყვანად, აუცილებელია ინჰალატორები. დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. სასიცოცხლო მნიშვნელობისაა კინეზითერაპია, სუნთქვითი ვარჯიშები და სპეციალური ტანვარჯიში, რომელიც ხელს შეუწყობს ნახველის გამოდევნას.
ვარჯიში, ყოველდღიური უნდა იყოს და მთელი სიცოცხლის მანძილზე საარსებო წესად დანერგილი. მუკოვისციდოზის მძიმე გამწვავების დროს, საჭიროა, ჟანგბადის კონცენტრატი.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ნიკოლოზის დედის ეკატერინე ჩაჩიბაიას ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ.
„თიბისი“ ბანკი: #GE39TB7712345061600006
მიმღები ეკატერინე ჩაჩიბაია.
ძალიან გთხოვთ მაპატიეთ ამდენჯერ თქვენი შეწუხება.გწერთ შვილის გულისთვის სინდის ნამუს და თავმოყვარეობა დაკარგული ნიკოს…
Posted by Eka Chachibaia on Monday, 12 June 2023
