ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი მძიმედ დაშავდა.
გავრცელებული ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცი კლინიკაში შეყვანამდე დაიღუპა.
თვითმხილველების ინფორმაციით, ახალ ბულვარში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტომობილი ორ ქვეითს დაეჯახა.
ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული. ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
