LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სანდრო ბაზაძე ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონი გახდა

ქართველი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

მან ეს ტიტული ზედიზედ ორჯერ მოიპოვა.

გადამწყვეტ შეხვედრაში სანდრო ბაზაძემ უნგრელი ანდრაშ სატმარი 15:11 დაამარცხა.