LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო, ვიდეო: „ორივესთვის ემოციური იყო“ – მარიამ შარმანაშვილი ჰყვება, როგორ გაიცნო კარლო და როგორი იყო მათი პირველი შეხვედრა 

ლეგენდარული იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის შვილის კარლო პონტის ქართველი შეყვარებული მარიამ შარმანაშვილი სოციალურ ქსელში Ask me a question-ის საშუალებით გამომწერებს კითხვებს პასუხობს.

„ისე „სოფო ბედიას ქმარმა“ დაისვენა ალბათ, რაც მე „სოფი ლორენის სარძლო“ გავხდი“ – კარლო პონტის ქართველი შეყვარებული პოსტს აქვეყნებს

როდის აპირებენ სოფი ლორენის შვილი, კარლო პონტი და მარიამ შარმანაშვილი დაქორწინებას: რას პასუხობს მარიამი გამომწერებს

„როგორი იყო შენი და კარლოს პირველი შეხვედრა?“ – მარიამი წერს, რომ „როდესაც კარლო პირველად ჩამოვიდა, აეროპორტში დახვდა. პირველად აეროპორტში შედგა ჩვენი ფიზიკური შეხვედრა. ორივესთვის ემოციური იყო. კარლო ინსტაგრამით გავიცანი“, – წერს მარიამი.

მარიამ შარმანაშვილი ასევე პასუხობს კითხვას, თუ რამდენი წელია წყვილს შორის სხვაობა.

„22 წელია ჩვენს შორის სხვაობა. სხვათა შორის იგივე ასაკობრივი სხვაობა იყო კარლოს მშობლებს შორისაც“, – აღნიშნავს მარიამი.